სსიპ ქალაქ
თბილისის N167
საჯარო სკოლის დირექტორს,
ქალბატონ ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლის
რუსუდან გორგაძის
გ ა ნ
ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს, ჩვენს სკოლაში დაიწყოს
ფუნქციონირება მკითხველთა კლუბმა ,,ორიონმა“. კლუბის მიზნებია:
·
წიგნისადმი
ინტერესის გაღვივება;
·
ლექსიკური
მარაგის გამდიდრება;
·
გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
·
მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
·
ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის,
სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
·
ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება.
კლუბი
გეგმავს მწერლებთან შეხვედრების ორგანიზებას, ვიზიტს წიგნის საგამოფენო
ცენტრებში, სპექტაკლებზე დასწრებას, მუზეუმებში ვიზიტს, მწერალთა სახლში ღონისძიებებზე
დასწრებას, ახალი ლიტერატურის გაცნობასა და წაკითხული წიგნების განხილვას,
დისკუსიების და ლიტერატურული კომპოზიციების მოწყობას.
გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა კლუბმა ამა
წლის ოქტომბრიდან დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი: რუსუდან გორგაძე
თარიღი: 10.10.2019
No comments:
Post a Comment